Thumbnail

ნახეთ: მუსიკოსები პლასტიკური ოპერაციებით

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

შოუბიზნესში მოღვაწე ადამიანების, მათ შორის მუსიკოსების გარეგნობა მუდმივი განხილვის საგანია. საკმარისია, რომელიმე არტისტის ვიზუალში მცირედი ცვლილება შენიშნონ, ინტერნეტმომხმარებლები ერთხმად იწყებენ საუბარს სავარაუდო პლასტიკური ოპერაციების შესახებ.

► ნახეთ: Cardi B პლასტიკურ ოპერაციებზე კრიტიკამ გააღიზიანა

წარმოგიდგენთ მუსიკოსებს, რომელთაც თავდაჯერების მოსაპოვებლად ესთეტიკურ მედიცინას მიმართეს.

Lil' Kim

ვეტერანმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კიმბერლი ჯონსმა, ფსევდონიმით Lil' Kim მუსიკალური მოღვაწეობა 1994 წელს დაიწყო. მაშინ, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გოგონა 45 წლის ასაკში ასე შეიცვლებოდა. არტისტს პლასტიკური ქირურგიით გატაცების შესახებ საჯაროდ არაერთხელ უსაუბრია. თავისი მესამე მამოპლასტიკა მან საერთოდაც ფეისბუქის პირდაპირ ჩართვაში გაიკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, მან კანის ფერიც გაიღიავა. "კაცებისგან, რომელთაც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვხვდებოდი, მუდმივად მესმოდა, რომ საკმარისად ლამაზი არ ვიყავი", - განაცხადა არტისტმა ესთეტიკურ მედიცინაზე საუბრისას. უცნობია, სულ რამდენ პლასტიკურ ოპერაციას ითვლის ლილ კიმის სამედიცინო ისტორია.

Iggy Azalea

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, Iggy Azalea-ს გარეგნობის ცვლილება მას შემდეგ გახდა განხილვის საგანი, რაც ის 2015 წელს Billboard Music Awards-ის წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა. ამავე წელს Vogue-თან ინტერვიუში მუსიკოსმა გაამხილა, რომ მკერდში იმპლანტები ჰქონდა. მოგვიანებით გამოცემა People-თან მან ცხვირის პლასტიკაზეც ისაუბრა და ორივე პროცედურისთვის თავის ქირურგს, აშკან გჰავამის საჯარო მადლობა გადაუხადა.

Cardi B

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Cardi B-მ ცოტა ხნის წინ მამოპლასტიკა და ლიპოსაქცია გაიკეთა. არტისტი თაყვანისმცემლებს ოპერაციების შემდგომ გართულებებზეც ესაუბრა და მათ შეშუპებული ფეხების ფოტოებიც არ დაუმალა. "მახსოვს ის დრო, როცა პატარა მკერდი და სასაცილო ზომის საჯდომი მქონდა. ნატურალური ძუკნები გამუდმებით წერენ მსგავს კომენტარებს - ფუ, ყალბი სხეული გაქვს, ეს გაქვს გაკეთებული, ის გაქვს გაკეთებულიო - თუ თავდაჯერებული ხარ, სხვისი აგებულება არ უნდა გააკრიტიკო", - ასე უპასუხა რეპერმა მის პლასტიკურ ოპერაციებთან დაკავშირებულ ნეგატიურ კომენტარებს.

Lana Del Rey

პლასტიკური ქირურგების მოსაზრებით, ლანას მამოპლასტიკა და ცხვირის ოპერაცია აქვს გაკეთებული, ტუჩი კი ფილერით აქვს ამოვსებული. თუმცა, მომღერალი აცხადებს, რომ მას ესთეტიკური მედიცინისთვის არ მიუმართავს.

Courtney Love

კორტნი ლავს რინოპლასტიკა და სახის გადაჭიმვის ოპერაცია აქვს გაკეთებული. "არცერთს არ ვნანობ", - აღნიშნა მუსიკოსმა ჯიმი კიმელთან ინტერვიუში.

Marie Osmond

პირველი თვალსაჩინო ცვლილება ამერიკელი მომღერლისა და მსახიობის, მარია ოსმონდის გარეგნობაში მკერდის პლასტიკა იყო. შემდეგი იყო ცხვირის ფორმის შეცვლა და ყბასახის ოპერაცია, რათა გაცინებისას ზედა ღრძილები არ გამოსჩენოდა. ქირურგები, მომღერლის სხეულის ფორმებიდან გამომდინარე, მიიჩნევენ, რომ მან ლიპოსაქციის პროცედურასაც მიმართა. მარია ოსმონდის სახელი მუდმივად ხვდება იმ ცნობილი ადამიანების ჩამონათვალში, რომელთაც პლასტიკური ქირურგიის შედეგად გარეგნობა მნიშვნელოვნად შეიცვალეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული