Thumbnail

Jay Rock და Juicy J ერთობლივ ტრეკზე მუშაობენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯონი რიდ მაკკინზი, ფსევდონიმით Jay Rock, სტუდიაში ახალ კომპოზიციებზე მუშაობს. გრემის მფლობელმა რეპერმა ფოტო გამოაქვეყნა და განაცხადა:

► მოუსმინეთ: Jay Rock - The Other Side Ft. Mozzy & DCMBR 

► Jay Rock: ქენდრიქ ლამართან ერთად შესაძლოა, ალბომი გამოვუშვა

"მუშაობა ფინალურ ფაზაშია. ახალ მუსიკას მალე შემოგთავაზებთ".

პოსტის დადებიდან რამდენიმე საათში, ჯეი როქთან ერთად სტუდიაში მყოფმა ერთ-ერთმა ადამიანმა ინსტაგრამზე სურათი ატვირთა, რომელზეც როქი და ვეტერანი სამხრეთელი არტისტი Juicy J არიან აღბეჭდილი.

"მალე ძალიან მაგარ ჩანაწერს მოისმენთ. ჯეი როქმა და ჯუისი ჯეიმ შესანიშნავი დუეტი შექმნეს", - აღნიშნა ფოტოს ავტორმა.

ჯეი როქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. ჰიპ ჰოპ შემსრულებელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სწორედ ლეიბლში TDE გაწევრიანების შემდეგ გახდა. მას წარმატება ალბომებმა Follow Me Home და 90059 მოუტანეს. რეპერის 2018 წლის სტუდიური ნამუშევრის Redemption სინგლმა King's Dead გრემის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ პერფორმანსის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული