Thumbnail

ოქტომბერი: აუცილებლად მოსასმენი 10 კომპოზიცია

გთავაზობთ 2019 წლის ოქტომბერში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას:

10. FKA twigs - Home with You

ბრიტანელმა მუსიკოსმა FKA twigs ახალი კომპოზიცია Home With You და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. სინგლი მის მეორე სტუდიურ ალბომში Magdalene არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 25 ოქტომბერს ჩაეშვა.

9. Michael Kiwanuka - Hero

ბრიტანელმა მუსიკოსმა მაიკლ კივანუკამ ახალი კომპოზიცია Hero და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გამოუშვა. სინგლი არტისტის რიგით მესამე ალბომში Kiwanuka შევა, რომელიც გაყიდვაში ნოემბრიდან ჩაეშვება.

8. Angel Olsen - Impasse

ამერიკელმა მუსიკოსმა, ენჯელ ოლსენმა ახალი კომპოზიცია Impasse გამოუშვა. სიმღერა არტისტის რიგით მეოთხე ალბომში All Mirrors შედის, რომელიც გაყიდვაში 4 ოქტომბერს ჩაეშვა.

7. Swans - The Nub

ამერიკულმა ექსპერიმენტულმა როკ ბენდმა Swans კომპოზიცია The Nub გაავრცელა. ტრეკი ჯგუფის ახალ ალბომში Leaving Meaning არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 25 ოქტომბერს ჩაეშვა.

6. Danny Brown - Savage Nomad 

დეტროიტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დენი ბრაუნმა ახალი კომპოზიცია Savage Nomad გაავრცელა. ტრეკი მის ალბომში U Know What I'm Sayin? არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 4 ოქტომბერს ჩაეშვა.

5. Pusha T - Puppets Feat. Nicholas Britell

ჰიპ ჰოპ არტისტმა ტერენს თორნტონმა, ფსევდონიმით Pusha T, ახალი კომპოზიცია Puppets გაავრცელა. ინსტრუმენტალის ავტორი კომპოზიტორი ნიკოლას ბრიტელი გახლავთ. ჩანაწერი HBO-ს ცნობილი სერიალის Succession საუნდტრეკის ალტერნატიული ვერსიაა.

4. Step Brothers - Burnt Tree

კალიფორნიული ჰიპ ჰოპ დუეტი Step Brothers მსმენელს ხუთწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ვეტერანმა რეპერმა, მაიკლ პერეტამ, ფსევდონიმით Evidence და პროდიუსერმა დანიელ ალან მამანმა, სასცენო სახელით The Alchemist, ახალი კომპოზიცია Burnt Tree და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნეს. 

3. Nick Cave and the Bad Seeds - Galleon Ship

ლეგენდარულმა ავსტრალიურმა ჯგუფმა Nick Cave and the Bad Seeds ახალი კომპოზიცია Galleon Ship გაავრცელა. ტრეკი მათ ახალ, რიგით მე-17 ალბომში Ghosteen არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 4 ოქტომბერს ჩაეშვა.

2. Chromatics - Touch Red

ამერიკულმა ჯგუფმა Chromatics ახალი კომპოზიცია Touch Red გაავრცელა. ჩანაწერი კოლექტივის რიგით მეხუთე ალბომში Closer to Grey შედის, რომელიც გაყიდვაში 2 ოქტომბერს ჩაეშვა.

1. Kanye West - Closed on Sunday

ლეგენდარულმა ჩიკაგოელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქანიე ვესთმა ახალი კომპოზიცია Closed on Sunday გაავრცელა. ტრეკი მის ახალ ალბომში Jesus Is King არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 25 ოქტომბერს ჩაეშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული