Thumbnail

მოუსმინეთ: ტრევის სკოტმა Young Thug-ის კომპოზიციის Hot რემიქსი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ჰიუსტონელი მუსიკოსი Travis Scott ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტის, Young Thug-ის კომპოზიციის Hot რემიქსს ავრცელებს. ჩანაწერში ახალგაზრდა სამხრეთელი მუსიკოსი Gunna მონაწილეობს. ტრეკის ორიგინალური ვერსია თაგის სადებიუტო ალბომში So Much Fun შედის, რომელიც გაყიდვაში აგვისტოში ჩაეშვა.

► ნახეთ: Travis Scott ტრეკში Highest In The Room კაილი ჯენერთან ურთიერთობაზე საუბრობს

► ნახეთ: Young Thug-მა კომპოზიციაზე What's The Move კლიპი გადაიღო

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. შემსრულებელი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. დღეისთვის მის აქტივში სამი პლატინის სტატუსის მფლობელი სტუდიური ალბომია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული