Thumbnail

ჰოლანდიელი პროდიუსერი და დიჯეი, მარტინ გარიქსი და ავსტრალიელი მომღერალი, დინ ლუისი ახალ კომპოზიციას Used to Love და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებენ.

► მოუსმინეთ: Martin Garrix - Summer Days Feat. Macklemore & Patrick Stump

მარტინის შემოქმედება EDM-სა და ჰაუსს აერთიანებს. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Animals მოუტანა, რომელიც 2013 წელს გაყიდვების ლიდერი გახდა. მასზე გადაღებულმა ვიდეოკლიპმა იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. 2017 წელს დიჯეი საქართველოში Gem Fest-ის ჰედლაინერიც იყო.

დინ ლუისმა კი შემოქმედებითი კარიერა 2016 წელს დაიწყო. არტისტს პოპულარობა სადებიუტო სინგლმა Waves მოუტანა, რომელმაც ექვსმაგი პლატინის სტატუსის მოპოვება შეძლო. 2019 წელს პოპმუსიკოსმა სადებიუტო ალბომი A Place We Knew გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული