Thumbnail

ბრიტანელმა მუსიკოსმა, დევ ჰაინსმა (Blood Orange) ორი ახალი კომპოზიცია Hair და Kissed All Your Scars გაავრცელა. ნამუშევრები ფილმის Queen & Slim საუნდტრეკების ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომლის პრემიერაც 27 ნოემბერს იგეგმება.

► ნახეთ: Blood Orange-მა კომპოზიციაზე Dark & Handsome კლიპი გადაიღო

► ნახეთ: Blood Orange-მა Beck-ის კომპოზიციაზე Uneventful Days კლიპი გადაიღო

დევ ჰაინსმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. ორი წლის განმავლობაში ის ჯგუფში Test Icicles მოღვაწეობდა. არტისტის სოლო შემოქმედება 4 სტუდიურ ალბომს აერთიანებს, რომელთაგანაც გამორჩეული, ბოლო 2018 წლის ჩანაწერი Negro Swan გახლავთ. მას ისეთ არტისტებთან ერთად უმუშავია, როგორებიც არიან: P. Diddy, ASAP Rocky, The Chemical Brothers და სხვები.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული