Thumbnail

კანადურმა როკ ჯგუფმა Destroyer ახალი სიმღერა It Just Doesn’t Happen გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის მომავალ ალბომში Have We Met იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 2020 წლის 31 იანვარს ჩაეშვება.

► ნახეთ: Destroyer - Crimson Tide

Destroyer ქალაქ ვანკუვერში 1995 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი We'll Build Them a Golden Bridge გაავრცელა. კოლექტივს ამ დრომდე 11 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. ბენდის შემოქმედება აბსტრაქტული და პოეტური ტექსტებით გამოირჩევა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული