Thumbnail

მოუსმინეთ: პოლ მაკკარტნი ახალ კომპოზიციებს Home Tonight და In a Hurry ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, პოლ მაკკარტნიმ ორი ახალი კომპოზიცია Home Tonight და In a Hurry გამოუშვა. სიმღერები მან ალბომზე Egypt Station მუშაობისას ჩაწერა, თუმცა, ისინი სტუდიურ ნამუშევარში არ მოხვედრილა.

► 2020 წლის Glastonbury-ს ერთ-ერთი ჰედლაინერი პოლ მაკკარტნი იქნება

► ნახეთ: რინგო სტარმა და პოლ მაკკარტნიმ ჯონ ლენონის სიმღერა Grow Old With Me დააქავერეს

► პოლ მაკკარტნი: იმდენი სიმღერა მაქვს დაწერილი, ყველას დამახსოვრება მიჭირს

აღსანიშნავია, რომ კომპოზიციები ფირფიტის სახით ლიმიტირებული ოდენობით გამოიცემა და 29 ნოემბერს, ე.წ. შავ პარასკევს გაიყიდება.

1960-70 წლებში პოლ მაკკარტნი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის The Beatles ფრონტმენი იყო. ჯონ ლენონისა და მის მიერ დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტებად რჩება. "ბითლზის" დაშლის შემდეგ პოლმა ცოლთან, ლინდასთან ერთად ბენდი Wings შექმნა, პარალელურად კი სოლო კარიერაც დაიწყო. არტისტს 18 ალბომი აქვს გამოშვებული. მათ შორის უკანასკნელი Egypt Station მაკკარტნიმ 2018 წლის 7 სექტემბერს გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული