Thumbnail

პოპულარულმა ბრიტანელმა გრაიმ არტისტმა, სთორმზიმ ახალი კომპოზიცია Own It და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ლონდონელი შემსრულებლის დენსჰოლ ჟღერადობის ჩანაწერში ცნობილი ინგლისელი მომღერალი, ედ შირანი და წარმოშობით ნიგერიელი მუსიკოსი, ბურნა ბოი მონაწილეობენ. ტრეკი სთორმზის მომავალი ალბომის Heavy Is The Head სინგლია. სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში 13 დეკემბერს ჩაეშვება.

► ნახეთ: Stormzy-მ ბიონსეს კომპოზიცია Brown Skin Girl შეასრულა 

► ნახეთ: Stormzy - Wiley Flow 

► ნახეთ: Stormzy - Sounds Of The Skeng

სთორმზიმ მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება რეჩიტატივის კითხვის აგრესიული მანერითა და ენერგიული ინსტრუმენტალებით გამოირჩევა. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სადებიუტო ალბომით Gang Signs & Prayer გახდა, რომელიც დღეს პლატინის სტატუსის მფლობელია. სტუდიური ჩანაწერმა კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა და რეპერს არაერთი ჯილდოც მოუტანა.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული