Thumbnail

მოუსმინეთ: ორწლიანი პაუზის შემდეგ U2-მ ახალი სიმღერა Ahimsa გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ირლანდიურმა ჯგუფმა U2 ახალი სიმღერა Ahimsa გაავრცელა. კომპოზიცია ბენდმა ლეგენდარულ ინდოელ მუსიკოსთან, A. R. Rahman-თან ერთად ჩაწერა. ორწლიანი პაუზის შემდეგ ეს კოლექტივის პირველი ნამუშევარია.

 მოუსმინეთ: U2-ს ფანებმა ბენდის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ლაივ ჩანაწერი აღმოაჩინეს

U2 ქალაქ დუბლინში 1976 წელს შეიქმნა. 22 გრემის მფლობელ ჯგუფს კარიერის განმავლობაში 14 ალბომი აქვს გამოშვებული. 170 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით U2 მუსიკის ინდუსტრიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კოლექტივად რჩება. ბენდის სიმღერები With or Without You და I Still Haven't Found What I'm Looking For სხვადასხვა დროს ბილბორდის ჩარტებში პირველ პოზიციას იკავებდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული