Thumbnail

მოუსმინეთ: SASAMI-მ სამი საშობაო კომპოზიცია გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა არტისტმა, სასამიმ ახალი საშობაო სინგლი lil drmr bb გაავრცელა, რომელიც სიმღერების Little Drummer Boy და Silent Night ქავერ ვერსიებსა და ახალ კომპოზიციას It’s You აერთიანებს.

► ნახეთ: Sasami - Free Ft. Devendra Banhart

► ნახეთ: Sasami - Jealousy

მომღერალმა და მულტიინსტრუმენტალისტმა სასამი აშვორთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მუსიკოსი კლემენტინ ქრივის ნოიზ პოპ ბენდს Cherry Glazerr შეუერთდა და ორი ალბომი Haxel Princess და Apocalipstick გაავრცელა. 2018 წელს კი არტისტმა ჯგუფი დატოვა. მიმდინარე წელს სასამიმ სადებიუტო ალბომი Sasami გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული