Thumbnail

ნახეთ: Animal Collective-ის წევრმა, Avey Tare-მ სამი ახალი კომპოზიცია გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ჯგუფის Animal Collective წევრმა, დევიდ პორტნერმა, ფსევდონიმით Avey Tare, სამი ახალი კომპოზიცია: Midnight Special, Red Light Water Show და Disc One ვიზუალურ ნამუშევართან ერთად გაავრცელა. ტრეკები მუსიკოსის მომავალ EP-ში სახელოდებით Conference of Birds / Birds in Disguise იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 5 დეკემბერს ჩაეშვება.

► მოუსმინეთ: Avey Tare & Geologist - Summer Blaze

► მოუსმინეთ: Animal Collective-მა 21-წუთიანი ტრეკი Autumn Rites გაავრცელა

დევიდ პორტნერმა შემოქმედებითი კარიერა 1995 წელს დაიწყო. 2000 წელს მუსიკოსმა Panda Bear-თან ერთად პირველი სტუდიური ჩანაწერი Spirit They're Gone, Spirit They've Vanished გაავრცელა. 2003 წელს მან ჯგუფი Animal Collective ჩამოაყალიბა. 2010-ში კი არტისტმა სადებიუტო სოლო ალბომი Down There გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული