Thumbnail

ბრიტანული სინთ პოპ დუეტი Monarchy ახალ კომპოზიციას Glow Vision ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების რიგით მეოთხე ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში მომავალ წელს ჩაეშვება. ამ ეტაპზე სტუდიური ჩანაწერის შესახებ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.

Monarchy ენდრიუ არმსტრონგმა და რა ბლექმა 2009 წელს შექმნეს. ორი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Around the Sun გაავრცელა. ბოლო ნამუშევარი Mid:Night ბენდმა მიმდინარე წელს გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული