Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. MTKVARZE: DJ Masda | Kino | Neux | JD J

6 დეკემბერი (პარასკევი)

პარასკევს "მტკვარზე" კლუბის რეზიდენტს, იაპონელ არტისტ DJ Masda-ს მასპინძლობს. მასთან ერთად მსმენელთა წინაშე ურუგვაელი დიჯეი Kino წარდგება. პატარა ოთახში კი Neux და JD J დაუკრავენ. 

4. BASSIANI / HOROOM: Anthony Linell | The Empire Line | Iron Sight | Vanity Productions | Varg

6 დეკემბერი (პარასკევი)

პარასკევს "ბასიანი" კრისტიან სტადსგაარდის ექსპერიმენტულ პროექტს Vanity Productions მასპინძლობს. არტისტი მსმენელთა წინაშე ასევე ჯგუფით The Empire Line წარდგება, რომელშიც Varg-თან და Iron Sight-თან ერთად მოღვაწეობს. კლუბის მთავარ სცენას ასევე ლეიბლ Northern Electronics-ის დამფუძნებელი Anthony Linell დაიკავებს, "ჰორუმის" ოთახში კი Shanti Celeste და Kvanchi დაუკრავენ. 

3. KHIDI: Silent Servant | Rrose | Roman | Liza Rivs

6 დეკემბერი (პარასკევი)

პარასკევს კლუბი "ხიდი" კალიფორნიელ დიჯეისა და პროდიუსერს, Silent Servant-ს მასპინძლობს. მასთან ერთად მთავარ სცენას ლეიბლ Stroboscopic Artefacts-ის ოჯახის წევრი Rrose, ასევე ქართველი არტისტები Roman და Liza Rivs დაიკავებენ. G2-ში კი მსმენელთა წინაშე Sevda და Gio Shengelia წარდგებიან.

2. MONUMENT: Vendredi Sur Mer

7 დეკემბერი (შაბათი)

7 დეკემბერს Mono Hall ფრანგული პოპ სცენის ვარსკვლავს, შარლინ მინიოს, სასცენო სახელით Vendredi Sur Mer, მასპინძლობს. წარმოშობით შვეიცარიელმა არტისტმა მსმენელთა და კრიტიკოსთა ყურადღება 2017 წელს, სადებიუტო ჩანაწერით Marée Basse მიიპყრო. ღონისძიება Monument Events -ის ორგანიზებით ჩატარდება.

1. DECODER: Adriatique | Autumn Tree | Mancho

7 დეკემბერი (შაბათი)

7 დეკემბერს "სფეისჰოლი" საფესტივალო სერია DECODER-ის მორიგ ივენთს უმასპინძლებს. მსმენელთა წინაშე შვეიცარიული დუეტი Adriatique წარდგება. მათთან ერთად სცენას ქართველი არტისტები Autumn Tree და Mancho დაიკავებენ. 

DECODER: ADRIATIQUE / AUTUMN TREE / MANCHO

Adriatique 10 წლის იუბილეს, 10 ქვეყანაში აღნიშნავს! მათ შორისაა საქართველოც. DECODER-ის მსმენელი დუეტს, SPACEHALL-ში, ადგილობრივ არტისტებთან, Autumn Tree და Mancho-სთან ერთად შეხვდება. Adriatique will celebrate its 10 year anniversary in 10 different countries and Georgia is one of them. Duo will perform to Decoder audience in SPACEHALL, alongside with local artists. Online Tickets: www.decoder.ge

Posted by DECODER on ხუთშაბათი, 21 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლოს დამატებული