Thumbnail

ახალგაზრდა ამერიკელი არტისტი Soccer Mommy ახალ სიმღერას Feed ავრცელებს. კომპოზიცია იტალიური წარმოშობის კანადელი რეჟისორის, ფლორია სიგიზმონდის საშინელებათა ფილმის The Turning ერთ-ერთი საუნდტრეკი იქნება. კინოსურათის პრემიერა 24 იანვარს იგეგმება.

► ნახეთ: Soccer Mommy - Yellow Is The Color Of Her Eyes

სოფი ელისონმა, სასცენო სახელით Soccer Mommy, შემოქმედებითი კარიერა 2015 წელს დაიწყო. რამდენიმე სტუდიური ჩანაწერის გამოცემის შემდეგ, 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Clean გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული