Thumbnail

კანადელი სუპერვარსკვლავის, დრეიქის ლეიბლის OVO Sound წევრმა არენბი დუეტმა dvsn ახალი კომპოზიცია No Cryin’ და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. გაერთიანების ჩანაწერში პოპულარული ატლანტელი მუსიკოსი Future მონაწილეობს. ტრეკი ჯგუფის მომავალი ალბომის სინგლია.

► მოუსმინეთ: dvsn - In Between | Miss Me? 

არენბი შემსრულებლის, დენიელ დელისა და პროდიუსერის Nineteen85 დუეტმა მუსიკალური მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. 2016 წლის თებერვალში კანადური გაერთიანება დრეიქის ლეიბლში OVO Sound გაწევრიანდა. მას შემდეგ ჯგუფმა 2 ალბომი გამოაქვეყნა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული