Thumbnail

ვეტერანი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი კამერონ გაილსი, ფსევდონიმით Cam'ron, მსმენელს ახალი კომპოზიციით My City დაუბრუნდა. ჰარლემელი ემსის ჩანაწერში პატიმრობაში მყოფი რეპერის, Max B-ს ვოკალია გამოყენებული. კოლეგებმა ტრეკი მშობლიურ ქალაქს მიუძღვნეს.

► მოუსმინეთ: Cam'ron - Fleegod 

► მოუსმინეთ: Jim Jones - Mama I Made It Ft. Cam'ron 

ვეტერანმა მუსიკოსმა მოღვაწეობა 1993 წელს დაიწყო. განსაკუთრებული წარმატება მას 2002 წელს გამოშვებულმა ალბომმა Come On With Me მოუტანა, რომლის მთავარი სინგლიც Hey Ma გახლავთ. სოლო კარიერის პარალელურად, ქემრონი ნიუ იორკული ჰიპ ჰოპ გაერთიანების The Diplomats დამფუძნებელი და წევრია. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული