Thumbnail

ნახეთ: XXXTentacion-მა თავისი ტატუს Bad Vibes მნიშვნელობა განმარტა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ფლორიდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Trippie Redd-მა ინსტაგრამზე ახლო მეგობრის, XXXTentacion-ის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც 2018 წელს მოკლული მუსიკოსი ქუთუთოებზე დახატული ტატუს Bad Vibes მნიშვნელობას განმარტავს.

► ნახეთ: XXXTentacion-ის უკანასკნელი ალბომის Bad Vibes Forever ტრეკლისტი გამოქვეყნდა

► ნახეთ: მესიჯი, რომელიც XXXTentacion-მა გარდაცვალებამდე Young Thug-ს გაუგზავნა 

► ნახეთ: XXXTentacion-ის უკანასკნელი ალბომის თრეილერი 

"არ მომწონს, როდესაც ადამიანს მხოლოდ გარეგნობით აფასებენ. Bad Vibes სწორედ ამიტომ ამოვისვირინგე. არ მინდა, ჩემს ცხოვრებაში ისეთი პიროვნებები არსებობდნენ, რომლებსაც ჩემი ვიზუალის გამო იდიოტი ვგონივარ", - განაცხადა ტასიონმა.

View this post on Instagram

Bad Vibes Forever 💔

A post shared by Trippie Redd (@trippieredd) on

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსის წარმომადგენლები მისი უკანასკნელი Bad Vibes Forever ალბომის გამოსაშვებად ემზადებიან. ფლორიდელი არტისტის სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში 6 დეკემბერს ჩაეშვება.

მუსიკოსი 2018 წლის 18 ივნისს ფლორიდაში გაძარცვის მცდელობისას მოკლეს. რეპერმა შემოქმედებითი კარიერა 2013 წელს დაიწყო. მან გარდაცვალებამდე მხოლოდ ორი ალბომის "17" (2017) და "?" (2018) გამოცემა მოასწრო. ორივე მათგანი დღეს პლატინის სტატუსის მფლობელია. ტენტასიონის სიკვდილის შემდეგ, დეკემბერში მუსიკოსის ბოლო ალბომი სახელწოდებით Skins გამოქვეყნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული