Thumbnail

ნახეთ: Burna Boy-მ სიმღერები Collateral Damage და Anybody შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ნიგერიელმა არტისტმა დამინი ოგულუმ, ფსევდონიმით Burna Boy, ჯიმი ფელონის ღამის შოუში სტუმრობისას კომპოზიციების Collateral Damage და Anybody მიქსი შეასრულა. ტრეკები მის ბოლო ალბომში African Giant არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წლის ივლისში ჩაეშვა.

 ნახეთ: Burna Boy კომპოზიციის Another Story კლიპს ავრცელებს

► ნახეთ: Burna Boy - Gum Body Ft. Jorja Smith

Burna Boy-ს პოპულარობა სადებიუტო ალბომში L.I.F.E შესულმა სინგლმა Like to Party მოუტანა. 2017 წელს არტისტი ლეიბლებში Atlantic Records და Warner Group გაწევრიანდა, რის შემდეგაც სტუდიური ჩანაწერები Outside და African Giant გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული