Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიში ახალ კლიპს Xanny ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

17 წლის ამერიკელი პოპვარსკვლავი, ბილი აილიში კომპოზიციაზე Xanny გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. კლიპის რეჟისორი თავად არტისტია. სიმღერა, რომელიც სადებიუტო ალბომში When We All Fall Asleep, Where Do We Go? შედის, ბილიმ ძმასთან, ფინიასთან ერთად დაწერა. 

► ბილი აილიშმა საყვარელი სიმღერები და არტისტები დაასახელა

► ნახეთ: როგორ შეიცვალა ბილი აილიშის ცხოვრება ბოლო სამი წლის განმავლობაში

► მოუსმინეთ: ბილი აილიში ახალ კომპოზიციას Everything I Wanted ავრცელებს

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლებმა Ocean Eyes და Bad Guy მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული