Thumbnail

ნახეთ: Young Jeezy ვიდეორგოლს Don't Make Me ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ალბომის TM104: The Legend Of The Snowman პრომოუშენის ფარგლებში, ვეტერანმა ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯეი ჯენკინსმა, ფსევდონიმით Young Jeezy, სინგლზე Don't Make Me გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ტრეკის პროდიუსერი ცნობილი მუსიკოსი J.U.S.T.I.C.E. League გახლავთ.

► მოუსმინეთ: Young Jeezy უკანასკნელ ალბომს ავრცელებს 

► ნახეთ: Young Jeezy ვიდეორგოლს Look Like ავრცელებს 

► Young Jeezy-მ 5 რჩეული რეპერი დაასახელა

იანგ ჯიზი კრიმინალური წარსულის მქონე ატლანტელი რეპერია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 1997 წელს დაიწყო. ის ერთ-ერთი იმ არტისტთაგანია, რომელმაც ჰიპ ჰოპის მიმდინარეობა, თრეფი ჟანრის მეინსტრიმში დააბრუნა. ჯეი ჯენკინსი ფართო საზოგადოებამ 2005 წლის სადებიუტო ალბომით Let's Get It: Thug Motivation 101 გაიცნო. ნამუშევარი 2000-იანი წლების სამხრეთული რეპის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. დღეს მისი კარიერა 11 ალბომს, ოცზე მეტ სტუდიურ ჩანაწერსა და არაერთ კომერციულად წარმატებულ სინგლს აერთიანებს.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული