Thumbnail

ნახეთ: Fabolous ტრეკს B.O.M.B.S. ასრულებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯონ ჯექსონი, ფსევდონიმით Fabolous, პლატფორმა Vevo-ზე მუსიკალურ გადაცემას Ctrl ესტუმრა. ვეტერანმა ემსიმ შოუში კომპოზიცია B.O.M.B.S. შეასრულა. ჩანაწერი მისი ახალგავრცელებული ალბომის Summertime Shootout 3: Coldest Summer Ever სინგლია.

► მოუსმინეთ: Fabolous ალბომს Summertime Shootout 3: Coldest Summer Ever ავრცელებს

► ნახეთ: Fabolous ვიდეორგოლს B.O.M.B.S. ავრცელებს

► ნახეთ: Fabolous ვიდეორგოლს Choosy ავრცელებს

ჯონ ჯექსონმა მუსიკალური კარიერა 1998 წელს დაიწყო. ის 2000-იანი წლების ნიუ იორკული ჰოპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. არტისტმა 2001 წელს სადებიუტო ჩანაწერი Ghetto Fabolous გაავრცელა, რომელიც დღეს პლატინის სტატუსის მფლობელია. მისი დისკოგრაფია 7 სტუდიური და ერთი კოლაბორაციული ალბომისგან, ასევე, 11 მიქსტეიპისგან შედგება.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული