Thumbnail

ნახეთ: Kevin Gates ვიდეორგოლს Bags ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, კევინ გეითსი მსმენელს კომპოზიციაზე Bags გადაღებული ვიდეორგოლით დაუბრუნდა. ტრეკი ლუიზიანელი რეპერის 2019 წლის ალბომში I’m Him არის წარმოდგენილი.

► ნახეთ: Kevin Gates ტრეკს RBS Intro პიანინოს თანხლებით ასრულებს 

► ნახეთ: Kevin Gates კლიპს By My Lonely ავრცელებს 

► ნახეთ: Kevin Gates ვიდეორგოლს Walls Talking ავრცელებს

კევინმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო, თუმცა, ერთი წლის შემდეგ რეპერი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, რის გამოც 31-თვიანი შემოქმედებითი პაუზის აღება მოუწია. გეითსის სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Islah გაყიდვაში 2016 წელს ჩაეშვა, რომელმაც ორმაგი პლატინის სტატუსი მოიპოვა. არტისტის დისკოგრაფია ორ ალბომს, თხუთმეტ ოფიციალურ მიქსტეიპსა და კომპილაციურ ნამუშევარს აერთიანებს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული