Thumbnail

მოუსმინეთ: Camila Cabello ახალ ალბომს Romance ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

წარმოშობით კუბელი პოპვარსკვლავი, კამილა კაბეიო ახალ, რიგით მეორე სტუდიურ ნამუშევარს Romance ავრცელებს. 14 ჩანაწერისგან შემდგარ ალბომში კანადელი პოპვარსკვლავი, შონ მენდესი და ამერიკელი რეპერი DaBaby მონაწილეობენ.

► ნახეთ: კამილა კაბეიო კლიპს Living Proof ავრცელებს

► ნახეთ: კამილა კაბეიომ და შონ მენდესმა AMA-ზე ჰიტი Senorita შეასრულეს

სტუდიურ ნამუშევარში წარმოდგენილია ჰიტად ქცეული სიმღერა Señorita, ასევე, მსმენელისთვის უკვე კარგად ნაცნობი სინგლები Shameless, Liar, Cry for Me, Easy, Living Proof და ახალი კომპოზიციები, რომლებიც ალბომთან ერთად გავრცელდა.

კამილამ მუსიკალური კარიერა 2012 წელს ამერიკული "იქს ფაქტორის" მონაწილეებისგან შემდგარ ჯგუფში Fifty Harmony დაიწყო. მან სადებიუტო სოლო ალბომი 2018 წელს გამოსცა. ჩანაწერის სინგლმა Havana მსოფლიოს წამყვან ჩარტებში პირველი პოზიცია დაიკავა. მასზე გადაღებულმა ვიდეოკლიპმა კი იუთუბზე 844 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული