Thumbnail

ნიუ იორკელმა რეპერმა, მარია-სესილია სიმონე ქელიმ, ფსევდონიმით Rico Nasty, ახალი კომპოზიცია Hard და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის სადებიუტო ალბომში Nightmare Vacation იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2020 წელს გამოიცემა.

► მოუსმინეთ: Rico Nasty - Fashion Week

 მოუსმინეთ: Rico Nasty - Time Flies

ახალგაზრდა არტისტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. შემსრულებელს ამ დრომდე 7 მიქსტეიპი აქვს გავრცელებული. მუსიკოსის პოპულარული კომპოზიციებია: Smack A Bitch, Poppin, Beat My Face, Key Lime OG და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული