Thumbnail

ახალგაზრდა ანდერგრაუნდ რეპერებისგან შემდგარი ნიუ იორკული ჯგუფი Flatbush ZOMBiES მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. კოლექტივმა ახალი კომპოზიცია Monica და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. "ზომბების" ჩანაწერში ცნობილი ვეტერანი ემსი Tech N9ne მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი ტრადიციულად გაერთიანების წევრი The Architect გახლავთ.

► ნახეთ: Flatbush Zombies კომპოზიციის New World Order ვიდეორგოლს ავრცელებს 

ჯგუფი 2010 წელს ბრუკლინში ჩამოყალიბდა. ფართო საზოგადოებამ კოლექტივი 2013 წლის მიქსტეიპით BetterOffDEAD გაიცნო. 2014 წელს ფლეთბუშმა კიდევ ერთ ნიუ იორკულ გაერთიანებასთან, The Underachievers-თან ერთად EP სახელწოდებით Clockwork Indigo გამოუშვა. დღემდე "ზომბებმა" გაყიდვაში ორი სტუდიური ალბომი ჩაუშვეს. 2019 წლის დასაწყისში ახალგაზრდა რეპერებმა მიმდინარე წლის ერთ-ერთი გამორჩეული ალბომის Beast Coast შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული