Thumbnail

ამერიკელმა არენბი შემსრულებელმა, ტიანა ტეილორმა ახალი კომპოზიცია We Got Love გაავრცელა. ნამუშევრის პროდიუსერი ლეგენდარული მუსიკოსი ქანიე ვესთია.

► ნახეთ: Dave East და Teyana Taylor ტრეკს Need A Sign ასრულებენ

► ნახეთ: Teyana Taylor-მა და Kehlani-მ ახალი კლიპი Morning გაავრცელეს

აღსანიშნავია, რომ სიმღერა მუსიკოსის რიგით მეორე ალბომში K.T.S.E. უნდა შესულიყო, თუმცა, საბოლოოდ ის სტუდიურ ნამუშევარში არ მოხვდა. 

ტიანა ტეილორი მუსიკოსი, მსახიობი, მოდელი, მოცეკვავე და ქორეოგრაფი გახლავთ. მისი მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. არტისტი ფართო საზოგადოებამ ცნობილი გაერთიანების, G.O.O.D. Music-ის კომპილაციური ალბომიდან Cruel Summer გაიცნო. ჰარლემელმა მომღერალმა 2014 და 2018 წლებში სტუდიური ნამუშევრები "VII" და K.T.S.E. გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ ტიანა ათზე მეტ მხატვრულ ფილმში მონაწილეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული