Thumbnail

მოუსმინეთ: Fat Joe ახალ ალბომს Family Ties ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯოზეფ ანტონიო კარტაგენა, ფსევდონიმით Fat Joe, მსმენელს ორწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ვეტერანმა ბრონქსელმა ემსიმ ახალი ალბომი Family Ties გაავრცელა, რომელიც 11 კომპოზიციას აერთიანებს. სტუდიური ნამუშევრის ფარგლებში ჯომ ისეთ ცნობილ კოლეგებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Eminem, Lil Wayne, Mary J. Blige, Remy Ma, Bryson Tiller, Cardi B, Jeremih, Ty Dolla Sign და სხვა. ჩანაწერის აღმასრულებელი პროდიუსერი კი Dre გახლავთ, რომელმაც რეპერთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა.

► ნახეთ: Fat Joe ვიდეორგოლს Pullin აქვეყნებს

რეპერმა შემოქმედებითი კარიერა 1992 წელს, ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში Diggin' In The Crates Crew (D.I.T.C.) დაიწყო. მომდევნო წელს არტისტმა სადებიუტო სოლო ალბომი Represent გაავრცელა. ჯოს ამ დრომდე 11 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული