Thumbnail

ვიდეოჟურნალმა FlowFlow Magazine იუთუბზე საავტორო პროექტის PVP Battle მეორე სეზონის პირველი ეპიზოდი გაავრცელა. მაყურებლების წინაშე ერთმანეთის პირისპირ ახალბედა ჰიპ ჰოპ არტისტები: სანდრო გიუნაშვილი, ფსევდონიმით G.UNA და გიორგი იზორია, იგივე TAHA წარდგნენ.

FlowFlow Magazine 2016 წელს შეიქმნა და გადაცემის "უცხოელები აფასებენ ქართულ კლიპებს" ეპიზოდების გამოშვება დაიწყო. 2017 წელს კი ვიდეოჟურნალმა ჰიპ ჰოპის მსმენელებს პროექტი PVP Battle შესთავაზა, რომელმაც პოპულარობა მალევე მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული