Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. BASSIANI / HOROOM: Anetha | HVL | Hamatsuki | Ninasupsa | Rydeen

13 დეკემბერი (პარასკევი)

პარასკევს "ბასიანი" ფრანგული ანდერგრაუნდ ტექნო სცენის გამორჩეულ წარმომადგენელს, Anetha-ს მასპინძლობს. მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას ქართველი არტისტი HVL დაიკავებს. "ჰორუმის" ოთახში კი მსმენელთა წინაშე Hamatsuki, Ninasupsa და Rydeen წარდგებიან. 

4. KHIDI: Sarin | Adam X | Unhyman | Vulkanski | Phase Fatale

13 დეკემბერი (პარასკევი)

13 დეკემბერს კლუბი "ხიდი" ლეიბლ BITE-ს რიგით მეორე შოუქეისს წარმოგიდგენთ. მსმენელთა წინაშე ამერიკული ტექნო სცენის გამორჩეული ფიგურა Adam X  და ლეიბლის თანადამფუძნებელი Phase Fatale, ასევე Sarin, Unhyman და Vulkanski წარდგებიან. G2-ში კი Autumn Tree, Tsa და L8 დაუკრავენ.

3. MTKVARZE: Route 8 | Soundbank | DJ Sendnudes | Ash Scholem | Gio Shengelia

14 დეკემბერი (პარასკევი)

პარასკევს "მტკვარზე" უნგრელ არტისტებს Route 8-ს და Soundbank-ს მასპინძლობს. მათთან ერთად კლუბის მთავარ სცენას DJ Sendnudes დაიკავებს. პატარა ოთახში კი Ash Scholem და Gio Shengelia დაუკრავენ.

2. MONO HALL: Michailo | Irakli 

14 დეკემბერი (შაბათი)

შაბათს Mono Hall მიხეილ თოდუას, იგივე Michailo-ს უმასპინძლებს. 6-წლიანი პატიმრობის შემდეგ, მუსიკოსი მსმენელთა წინაშე პირველი ლაივით წარდგება. მასთან ერთად გერმანიაში მოღვაწე ქართველი დიჯეი Irakli დაუკრავს. არტისტებმა ერთობლივი EP სახელწოდებით Michailo + Irakli მიმდინარე წლის ივნისში გაავრცელეს. მათ გარდა სცენას Forest, B Tape და CH1KOVAN1 დაიკავებენ. 

1. ჯუზეპე ვერდის "მაკბეტის" პრემიერა თბილისის ოპერაში

14 დეკემბერი (შაბათი)

14 დეკემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯეზეპე ვერდის "მაკბეტის" პრემიერა გაიმართება. ორმოქმედებიანი სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ზაზა აზმაიფარაშვილია, რეჟისორი დანიელე აბადო, სცენოგრაფი გრაციანო გრეგორი, კოსტიუმების მხატვარი კი კარლა ტეტი. ღონისძიებაზე დასწრება მსურველებს 15, 18, 21 და 22 დეკემბერსაც შეეძლებათ. 

For English scroll down 👇 🔜 14,15, 18, 21,22 დეკემბერი! 🎊 პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში! 🎼🎵🎶 ჯუზეპე ვერდის ოპერა "მაკბეტი"! 🎭 ცნობილი იტალიელი რეჟისორის დანიელე აბადოს დადგმა! 🎫 ბილეთები იყიდება ოპერის სალაროში და ონლაინ https://tkt.ge/Show/7414/makbeti 🔜 14,15,18,21,22 December! 🎊 Premiere at the Tbilisi Opera and Ballet Theatre! 🎼🎵🎶 Giuseppe Verdi's opera "Macbeth"! 🎭 Director Daniele Abbado! 🎫Tickets are available at the box office of the Tbilisi Opera Theatre and online https://tkt.ge/Show/7414/macbeth?culture=en

Posted by Tbilisi Opera and Ballet State Theatre on ოთხშაბათი, 27 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლოს დამატებული