Thumbnail

ქანიე ვესთმა მორიგი ოპერა Mary დააანონსა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარულმა მუსიკოსმა, ქანიე ვესთმა მორიგი ოპერა Mary დააანონსა, რომლის პრემიერაც 8 დეკემბერს მაიამიში Miami Marine Stadium-ზე შედგება. დადგმის რეჟისორი იტალიელი ვანესა ბიკროფტი გახლავთ, რომელმაც ქანიესთან ერთად ოპერა "ნაბუქოდონოსორზე" იმუშავა. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენაში პროექტ Sunday Service-ის გუნდიც მიიღებს მონაწილეობას.

► ქანიე ვესთმა ოპერა "ნაბუქოდონოსორი" დააანონსა

► ნახეთ: ქანიე ვესთი კლიპს Closed On Sunday ავრცელებს

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული