Thumbnail

ნახეთ: MadGibbs გადაცემას Tiny Desk Concert ესტუმრა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მიმდინარე წლის ერთ-ერთი გამორჩეული ჰიპ ჰოპ ალბომის Bandana ავტორი დუეტი MadGibbs მედიაპლატფორმას National Public Radio ესტუმრა. ლეგენდარულმა კალიფორნიელმა პროდიუსერმა, მედლიბმა და ინდიანელმა რეპერმა, ფრედი გიბსმა 12-წუთიანი პერფორმანსის ფარგლებში სტუდიური ნამუშევრის კომპოზიციები: Education, Gat Damn, Soul Right და Freestyle Shit შეასრულეს.

► მოუსმინეთ: Freddie Gibbs და Madlib ალბომს Bandana ავრცელებენ 

► ნახეთ: Freddie Gibbs და Madlib კლიპს Giannis ავრცელებენ 

► ნახეთ: Freddie Gibbs & Madlib - Crime Pays 

ჰიპ ჰოპ დუეტი MadGibbs 2011 წელს ჩამოყალიბდა. გაერთიანების დისკოგრაფია ოთხ EP-სა და ალბომებს Pinata და Bandana აერთიანებს. 2014 წლის ნამუშევარმა Pinata თავის დროზე კრიტიკოსებისა და მსმენელებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა. არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ ის 2010 წლის შემდეგ გამოსულ საუკეთესო ნამუშევრებს შორის დაასახელა. ჩანაწერი Bandana კოლექტივმა, ხუთწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წლის ივნისში გაავრცელა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული