Thumbnail

ნახეთ: Radiohead-ის გიტარისტმა, ედ ო'ბრაიენმა ახალი კლიპი Brasil გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Radiohead-ის გიტარისტმა, ედ ო'ბრაიენმა, პროექტის EOB ფარგლებში, ახალი 9-წუთიანი კომპოზიცია Brasil და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ტრეკი მის სოლო ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2020 წლის დასაწყისში გამოიცემა.

► ნახეთ: Radiohead-ის გიტარისტმა, ედ ო'ბრაიენმა სადებიუტო სოლო კომპოზიცია გაავრცელა

ედ ო'ბრაიენმა მუსიკალური კარიერა 1985 წელს ჯგუფ Radiohead-ში მოღვაწეობით დაიწყო. გიტარისტობის გარდა, ის ბენდის ბექ-ვოკალისტიცაა. 2010 წელს არტისტი ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone ყველა დროის საუკეთესო გიტარისტებს შორის დაასახელა. 2019 წელს ის კოლექტივთან ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული