Thumbnail

21 წლის რეპერი Juice WRLD გარდაიცვალა

ცნობილი ჩიკაგოელი მუსიკოსი ჯარად ჰიგინსი, იგივე Juice WRLD გარდაიცვალა. თვითმხილველთა ინფორმაციით, 21 წლის არტისტს ჩიკაგოს აეროპორტში ეპილეფსიური შეტევა დაემართა. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა. 

ჰიგინსმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ 2017 წლის სადებიუტო მიქსტეიპით "9 9 9" გაიცნო. 2018 წელს რეპერმა გაყიდვაში პირველი ალბომი Goodbye & Good Riddance ჩაუშვა. სტუდიური ჩანაწერის მთავარი სინგლი პლატინის სტატუსის მფლობელი კომპოზიცია Lucid Dreams გახლავთ. ბოლო სტუდიური ჩანაწერი Death Race for Love ჯუსიმ 2019 წლის მარტში გაავრცელა. შემსრულებელს ისეთ მუსიკოსებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან ნიკი მინაჟი, ტრევის სკოტი და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული