Thumbnail
ფოტო: Living Techno

ნახეთ: Newa-მ Boiler Room-ზე ერთსაათიანი სეტი დაუკრა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართველმა ელექტრონულმა მუსიკოსმა, ანა კუბლაშვილმა, სასცენო სახელით Newa, ცნობილი მუსიკალური პლატფორმის Boiler Room ღონისძიებაზე, რომელიც იტალიის ქალაქ ტარანტოში გაიმართა, ერთსაათიანი სეტი დაუკრა.

► მოუსმინეთ: Newa - Unfold

► ნახეთ: Newa კომპოზიციაზე Race Me შექმნილ კლიპს ავრცელებს

Newa კლასიკური მუსიკალური განათლების მქონე არტისტია, რომელიც ქართული ელექტრონული მუსიკის სცენაზე 2011 წელს გამოჩნდა. ანამ სადებიუტო ჩანაწერი Away From Mind 2012 წელს გერმანულ Subspiele Records-ზე გამოუშვა. 2013 წელს მისმა რელიზმა AC ელექტრონავტების დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო EP-ის ნომინაციაში გაიმარჯვა. 2016 წელს ტრეკი Black Eyebrows Are Indifferent ლეიბლზე Bassiani Records ისეთი არტისტების კომპოზიციებთან ერთად გამოიცა, როგორებიც არიან Abdulla Rashim და Varg. ამავე წელს მუსიკოსმა ქართულ ლეიბლთან Icontrax დაიწყო თანამშრომლობა. 2017 წელს კი მისი ნამუშევრები ცნობილ ლეიბლებზე Klockworks და Semantica გამოვიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული