Thumbnail

ჰიპ ჰოპ არტისტმა, ლაშა იმნაიშვილმა, ახალი პროექტის BAQAR allahverdi ფარგლებში, ვიდეორგოლთან ერთად კომპოზიცია New Begining გაავრცელა. ნიუ იორკში გადაღებულ კლიპში გაერთიანება DigMassive-ის წევრები, Samory MC და HEAD მონაწილეობენ.

აღსანიშნავია, რომ ლაშა მსმენელს 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. მან შემოქმედებითი კარიერა 2000 წელს დაიწყო, როდესაც რუსულ ჰიპ ჰოპ გაერთიანებას Многоточие შეუერთდა. მას შემდეგ კოლექტივმა სახელი რამდენჯერმე შეიცვალა. მუსიკოსმა ჯგუფთან ერთად ალბომებზე Жизнь И Свобода, Буриме 12, Fuckt #1 და За бесконечность Времени იმუშავა. ლაშა მაშინ ფსევდონიმებით MC L.E. და Нелегал მოღვაწეობდა. 

2004 წელს რეპერმა, სასცენო სახელით MC L.E., პირველი სოლო ალბომი In spite of all გაავრცელა. ორი წლის შემდეგ კი რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Illegal გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული