Thumbnail

მოუსმინეთ: Halsey და BTS-ის შუგა კომპოზიციას SUGA's Interlude ავრცელებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მომღერალმა, ჰოლზიმ თავისი მომავალი ალბომიდან Manic ორი ახალი კომპოზიცია Finally // beautiful stranger და SUGA's Interlude გაავრცელა. მეორე ნამუშევარში სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის წევრი, შუგა მონაწილეობს. სიმღერის ავტორები თავად არტისტები არიან. 

► ნახეთ: Halsey სინგლის Graveyard აკუსტიკურ ვერსიას ავრცელებს

► ნახეთ: Halsey კომპოზიციაზე Graveyard გადაღებულ კლიპს ავრცელებს

ჰოლზიმ ასევე ტრეკზე Finally // beautiful stranger გადაღებული კლიპი გაავრცელა, რომელზეც რეჟისორმა პატრიკ ტრეისიმ იმუშავა. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში Halsey-სა და BTS-ის კოლაბორაციული ნამუშევარი Boy With Luv გავრცელდა, რომელიც ჯგუფის მინი-ალბომში Map of the Soul: Persona არის წარმოდგენილი.

ეშლი ფრენჯიპანმა, სასცენო სახელით Halsey, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეორე სტუდიურმა ალბომმა Hopeless Fountain Kingdom მოუტანა, რომელიც 2017 წელს ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული