Thumbnail

ნახეთ: KayaKata-ს ჰიტის Polo Palace ფორტეპიანოზე შესრულებული ვერსია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ინტერნეტში პოპულარული ქართული ჰიპ ჰოპ კოლექტივის, KayaKata-ს ჰიტის Polo Palace ფორტეპიანოზე შესრულებული ვერსია გავრცელდა. კომპოზიციას როიალზე საბა კუცია უკრავს.

საბა კუცია პროფესიით ექიმი გახლავთ. იუთუბის არხზე მას ატვირთული აქვს არაერთი ვიდეო, რომლებშიც ის როგორც კლასიკოსი კომპოზიტორების - ანტონიო ვივალდისა და იოჰან სებასტიან ბახის, ასევე ისეთი ცნობილი არტისტების ნამუშევრებს ასრულებს, როგორებიც არიან - Radiohead, Depeche Mode, ქანიე ვესთი და სხვები. 

Polo Palace "კაიაკატას" სადებიუტო ალბომში "სადაა" არის წარმოდგენილი, რომელიც აგვისტოში გამოიცა. კომპოზიციამ იუთუბზე 4 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

 რეცენზია: KayaKata - სადაა

კომენტარები

ბოლოს დამატებული