Thumbnail

2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსები

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბიზნესჟურნალმა Forbes 2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსები დაასახელა. რეიტინგს ამერიკელი პოპვარსკვლავი, ტეილორ სვიფტი ლიდერობს, რომლის შემოსავალმაც საანგარიშო პერიოდში - 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით, 185 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ტეილორი ყველაზე მაღალშემოსავლიან არტისტად 2016 წელსაც დასახელდა.

► ნახეთ: Forbes-მა 2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჰიპ ჰოპ არტისტები დაასახელა

წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსების ოცეული ასე გამოიყურება:

Taylor Swift – $185 მლნ
Kanye West – $150 მლნ
Ed Sheeran – $110 მლნ
The Eagles – $100 მლნ
Elton John – $84 მლნ
Jay-Z – $81 მლნ
Beyoncé – $81 მლნ
Drake – $75 მლნ
Diddy – $70 მლნ
Metallica – $68,5 მლნ
Rihanna – $62 მლნ
Travis Scott – $58 მლნ
Justin Timberlake – $57,5 მლნ
Katy Perry – $57,5 მლნ
Pink – $57 მლნ
BTS – $57 მლნ
Billy Joel – $52 მლნ
Bruno Mars – $51 მლნ
Jimmy Buffett – $50 მლნ
Eminem – $50 მლნ

აღსანიშნავია, რომ ტეილორი 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანების რეიტინგის სათავეშიც მოექცა, რომელიც "ფორბსმა" ამ ზაფხულს შეადგინა. 

► ტეილორ სვიფტი 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანია

ტეილორმა კარიერა 2004 წელს დაიწყო. 20 წლის ასაკში მან გრემის პირველი ჯილდო მიიღო და ოქროს გრამოფონის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელის სტატუსიც მოიპოვა. 10 გრემის მფლობელ მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი სინგლი აქვს გაყიდული. გამოცემა Time-მა ტეილორი წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად სამჯერ, 2010, 2015 და 2019 წლებში დაასახელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული