Thumbnail

ბილი აილიშმა და BTS-მა შესაძლოა, ერთობლივი სიმღერა ჩაწერონ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი, ბილი აილიში და სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის წევრები ჰოლივუდში ჟურნალ Variety-ის ღონისძიებას Hitmakers Brunch დაესწრნენ. საღამოზე ბილი წლის ჰიტების შემქმნელად დასახელდა, "ბითიესს" კი საუკეთესო ჯგუფის სტატუსი მიენიჭა. არტისტებმა ერთობლივი ფოტოც გადაიღეს, რომელიც გამოცემამ ტვიტერზე გამოაქვეყნა წარწერით:

► ბილი აილიში: მე მოვუსმენ BTS-ს, კარგი ბიჭები არიან

► მოუსმინეთ: Halsey და BTS-ის შუგა კომპოზიციას SUGA's Interlude ავრცელებენ

"ეს არის კოლაბორაცია, რომელსაც მხარი უნდა დავუჭიროთ".

მოგვიანებით "ბითიესმა" გამოცემის პოსტი გააზიარა, რაც ჯგუფის თაყვანისმცემლების ნაწილმა სამომავლო თანამშრომლობაზე მინიშნებად ჩათვალა. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე კოლექტივის წევრმა, არემმა განაცხადა, რომ ბენდი ახალ ალბომზე აქტიურად მუშაობს:

"ძალიან კარგი სიახლე გვაქვს - ამ ეტაპზე ახალ ალბომზე ვმუშაობთ. მოუთმენლად ველით, როდის გაგიზიარებთ მას ახლო მომავალში".

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. წელს კი ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული