Thumbnail

ნახეთ: DaBaby-მ SNL-ში კომპოზიციები BOP და Suge შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ჩრდილოკაროლინელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯონათან კირკი, ფსევდონიმით DaBaby, ცნობილ ამერიკულ სატელევიზიო შოუს Saturday Night Live ესტუმრა. გადაცემაში მან ჰიტები BOP და Suge შეასრულა.

► ნახეთ: DaBaby ვიდეორგოლს BOP ავრცელებს

► მოუსმინეთ: DaBaby ახალ ალბომს KIRK ავრცელებს 

ჯონათანმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. რეპერმა 2015-18 წლებში 8 მიქსტეიპის ჩაწერა მოასწრო. თუმცა, დაბეიბი ფართო საზოგადოებამ მისი 2019 წლის სადებიუტო ალბომით Baby On Baby გაიცნო, რომელმაც მსმენელში პოპულარობა მალევე მოიპოვა. მუსიკოსის ცნობილი კომპოზიციებია: Suge (Yea Yea), Next Song, Walker Texas Ranger, 21 და სხვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული