Thumbnail

მოუსმინეთ: ლიამ პეინი სადებიუტო სოლო ალბომს LP1 ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ბრიტანული ჯგუფის, One Direction-ის წევრი, ლიამ პეინი სადებიუტო სოლო ალბომს LP1 ავრცელებს. ჩანაწერში ისეთი არტისტები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: Rita Ora, Quavo, J Balvin და სხვები. სტუდიური ნამუშევარი 17 კომპოზიციას აერთიანებს.

► ნახეთ: ლიამ პეინმა სიმღერაზე All I Want (For Christmas) კლიპი გადაიღო

► ლიამ პეინი: One Direction-ისგან რომ არ დამესვენა, მოვკვდებოდი

ლიამ პეინმა პოპულარობა ბოიბენდ One Direction-ში მოღვაწეობით მოიპოვა. ჯგუფმა 2016 წელს განუსაზღვრელი ვადით შემოქმედებითი პაუზა აიღო. მუსიკოსს სოლო კარიერის ფარგლებში განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Strip That Down მოუტანა, რომელმაც 2017 წელს ამერიკასა და ბრიტანეთში პლატინის სტატუსი დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული