Thumbnail

ამერიკული ჯგუფი of Montreal ახალ კომპოზიციას Polyaneurism და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი კოლექტივის მომავალ, რიგით მეთექვსმეტე ალბომში UR FUN შევა, რომელიც გაყიდვაში 17 იანვარს ჩაეშვება. ჩანაწერი 10 სიმღერას გააერთიანებს.

► მოუსმინეთ: of Montreal - Peace To All Freaks

of Montreal კევინ ბარნსმა შტატ ჯორჯიის ქალაქ ათენსში 1996 წელს შექმნა. მომდევნო წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Cherry Peel გაავრცელა. კოლექტივს, რომლის შემადგენლობა არაერთხელ შეიცვალა, ამ დრომდე 15 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. ბენდის შემოქმედება ინდი როკსა და ფსიქოდელიურ პოპს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული