Thumbnail

არქივი: ჯგუფი "მწირი" კომპოზიციას Warning ასრულებს (1990)

popmusic 1990-იანი წლების ქართული როკ და ალტერნატიული სცენის ამსახველი საარქივო ვიდეოების გამოქვეყნებას აგრძელებს. პროექტის ფარგლებში გასული საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში მოღვაწე ქართველი არტისტების კონცერტებს, კლიპებს, ინტერვიუებსა და სხვა, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ მასალებს შემოგთავაზებთ. 

როკ ჯგუფი "მწირი" 1990 წელს თბილისის "დინამოს" სტადიონზე გამართულ როკ-აქციაზე კომპოზიციას Warning ასრულებს. 

როკ-ჯგუფი "მწირი" - Warning (1990)

🎸🇬🇪 როკ-ჯგუფი "მწირი" 1990 წელს თბილისის "დინამოს" სტადიონზე გამართულ როკ-აქციაზე კომპოზიციას Warning ასრულებს. "მწირი" 1974 წელს თბილისში შეიქმნა. მის კლასიკურ შემადგენლობაში შედიოდნენ: ზურაბ შიშმანაშვილი (ვოკალი), ავთანდილ ნაცარაშვილი (გიტარა), სოსო კამალოვი (ბას გიტარა), სტეპან ტატიანი (კლავიში), ვალერი ბაგლაი (დასარტყამი ინსტრუმენტები) და სერგო კამალოვი (ხალხური საკრავები). მოგვიანებით ავთანდილ ნაცარაშვილი გიტარისტმა გია ფეიქრიშვილმა შეცვალა. #არქივი

Posted by popmusic on ორშაბათი, 09 დეკემბერი, 2019

ჯგუფი "მწირი" 1974 წელს თბილისში სოსო კამალოვმა ჩამოაყალიბა. კოლექტივი 1980 წლამდე არსებობდა და მისი რეპერტუარი ძირითადად უცხოელი და საბჭოთა არტისტების ჰიტებისგან შედგებოდა. 1984 წელს ბენდი თავიდან შეიკრიბა და ჰევი მეტალის დაკვრა დაიწყო. მის კლასიკურ შემადგენლობაში შედიოდნენ: ზურაბ შიშმანაშვილი (ვოკალი), ავთანდილ ნაცარაშვილი (გიტარა), სოსო კამალოვი (ბას გიტარა), სტეპან ტატიანი (კლავიში), ვალერი ბაგლაი (დასარტყამი ინსტრუმენტები) და სერგო კამალოვი (ხალხური საკრავები). მოგვიანებით ავთანდილ ნაცარაშვილი გიტარისტმა გია ფეიქრიშვილმა შეცვალა. 1990-იანი წლების დასაწყისში კი ჯგუფმა არსებობა შეწყვიტა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული