Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. SOUNDWAVE: The Black Marrows

19 დეკემბერი (ხუთშაბათი)

19 დეკემბერს პანტომიმის თეატრში Soundwave-ის მორიგი სესია გაიმართება. მსმენელთა წინაშე ქართული როკ ჯგუფი The Black Marrows წარდგება. 2014 წელს შექმნილ ბენდში ამჟამად ოთხი წევრია: აჩი კევლიშვილი, გიორგი მარი, გოგა კაკულია და აჩი შიოშვილი.

Posted by Velvet Session on ხუთშაბათი, 12 დეკემბერი, 2019

4. BASSIANI / HOROOM: Umwelt | Kancheli | Newa | The Black Madona | Kvanchi | Mercurrio

20 დეკემბერი (პარასკევი)

პარასკევს "ბასიანი" ფრანგ დიჯეისა და პროდიუსერს, Umwelt-ს მასპინძლობს. მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას Kancheli და Newa დაიკავებენ. "ჰორუმის" ოთახში კი მსმენელთა წინაშე ამერიკელი არტისტი The Black Madona, ასევე Kvanchi და Mercurrio წარდგებიან. 

3. MONO HALL: Eko & Vinda Folio

20 დეკემბერი (პარასკევი)

20 დეკემბერს Mono Hall ქართველი არტისტების, ერეკლე დეისაძისა და თემურ ეზუგბაიას პოსტ პანკ პროექტს Eko & Vinda Folio მასპინძლობს. ფრანგული ტურნედან სამშობლოში დაბრუნებული მუსიკოსები ღონისძიებაზე ახალ ალბომში "თერაპია" შესულ კომპოზიციებთან ერთად, მსმენელთათვის კარგად ნაცნობ სიმღერებსაც შეასრულებენ. 

2. KHIDI: Answer Code Request | Fiedel | Frequency Shifter | Phase Fatale | Sarin | Unhuman

20 დეკემბერი (პარასკევი)

პარასკევს კლუბში "ხიდი" ბერლინელი პროდიუსერები Answer Code Request და Fiedel უკრავენ. მათთან ერთად მთავარ სცენას ქართველი არტისტი Frequency Shifter დაიკავებს. G2-ში კი მსმენელთა წინაშე ნიუ იორკელი დიჯეი Phase Fatale, ასევე Sarin და Unhuman წარდგებიან. 

1. SPACEHALL: "მწვანე ოთახი" 

21 დეკემბერი (შაბათი)

21 დეკემბერს Spacehall-ში ჯგუფ "მწვანე ოთახის" კონცერტი გამართება. მუსიკოსები მსმენელთა წინაშე ჰიტებითა და ახალი კომპოზიციებით წარდგებიან. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ასევე ქართველი დიჯეის, L9-ს მოსმენა შეეძლებათ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული