Thumbnail

ამერიკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ომარ პინეირომ, სასცენო სახელით Smokepurpp, ახალი კომპოზიცია What I Please გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის სადებიუტო ალბომში Deadstar 2 იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 13 დეკემბერს ჩაეშვება. ჩანაწერში ფლორიდელი ჰიპ ჰოპ არტისტი, დენზელ კარი მონაწილეობს.

ომარ ჯეფრი პინეირომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. 22 წლის ჩიკაგოელმა საუნქლაუდ რეპერმა ამ დრომდე ორი EP და ამდენივე მიქსტეიპი გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული