Thumbnail

ნახეთ: Post Malone-ის სახის ტატუები და მათი ისტორია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულ ტექსასელ მუსიკოსს, ოსტინ რიჩარდ ფოსთს, ფსევდონიმით Post Malone, სულ მცირე 52 ტატუ აქვს გაკეთებული. მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო მის სახეზე დახატული სვირინგებია.

► რიანას 25 ტატუ და მათი ისტორია

როგორც მუსიკოსმა ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა, 2017 წელს პირველი ნახატი სახეზე მხოლოდ იმიტომ ამოისვირინგა, რომ დედა გაებრაზებინა.

"ამას დედაჩემის გასაბრაზებლად ვაკეთებ. ვიცი, როგორ ვერ იტანს ტატუებს ჩემს სახეზე. დედა, ძალიან მიყვარხარ, შენ ყველაზე კარგი ხარ. ბოდიში", - განაცხადა არტისტმა. 

ე.წ. სმაილი

ეს სწორედ ის პირველი ტატუა, რომლითაც მუსიკოსმა მშობლის გაბრაზება სცადა.

Playboy-ს ლოგო

2018 წელს ჯიმი ფელონის ღამის შოუში სტუმრობისას მელოუნმა გაიხსენა, რომ სხეულზე ტატუს გაკეთება კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა შთააგონა. ჟურნალ "ფლეიბოის" ბაჭია, რომელიც არტისტმა მაშინ ხელზე ამოისვირინგა, მოგვიანებით მის სახეზეც გამოჩნდა. 

მავთულხლართი

მას შემდეგ, რაც 2019 წლის ოქტომბერში პოსტ მელოუნმა შუბლის გასწვრივ მავთულხლართი ამოისვირინგა, საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ არტისტმა ფსიქიკურ პრობლემაზე მიანიშნა. მას ამ ტატუს მნიშვნელობაზე საჯაროდ ჯერ არ უსაუბრია.

Stay Away

მუსიკოსს მარჯვენა წარბს ზემოთ Stay Away (თავი შორს დაიჭირე) აწერია. მან ეს ტატუ ჯგუფ Nirvana-ს სიმღერის Stay Away შთაგონებით გაიკეთა. აღსანიშნავია, რომ არტისტს ხელის თითზე კოლექტივის ლეგენდარული ვოკალისტის, კურტ კობეინის პორტრეტი აქვს დახატული.

Always Tired

Always Tired (მუდამ დაღლილი) არტისტმა 2018 წელს ამოისვირინგა. "უბრალოდ, მინდოდა, ერთნაირი ზომის სიტყვები დამეწერა. როგორც აღმოჩნდა, Always უფრო გრძელი სიტყვაა, ვიდრე Tired, მაგრამ ისეთი დაღლილი ვიყავი, ვერ შევამჩნიე", - იხუმრა მან.

ხმალი

ეს ტატუ მისი ბავშვობის გატაცებას უკავშირდება. როგორც თავად ამბობს, 12 წლის ასაკში ხმლების კოლექციას აგროვებდა.

ტალღა

მარცხენა საფეთქელი არტისტმა 2018 წელს, იაპონიაში ვიზიტის დროს მოიხატა. სვირინგი, რომელზეც სახელგანთქმულმა ტატუ-არტისტმა, Ganji-მ იმუშავა, თაყვანისმცემლების აზრით, "კანაგავეს დიდ ტალღას" წააგავს, რომელიც ცნობილმა იაპონელმა მხატვარმა და გრავიორმა, კაცუსიკა ჰოკუსაიმ შექმნა.

ბანქოს ფიგურა

არტისტმა 2018 წლის ნოემბერში შუბლზე ბანქოს ფიგურები ამოისვირინგა. ყვავის ტუზი ტატუების მოყვარულებში იღბლისა და წარმატების სიმბოლოდ ითვლება.

გული

ერთ-ერთი ბოლო ტატუ, რომელიც რეპერმა გაიკეთა, სწორედ ეს პატარა გულია. მუსიკოსმა მას "ფლეიბოის" ბაჭიის ქვემოთ მიუჩინა ადგილი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული