Thumbnail

ნახეთ: Joy Division-ის კომპოზიციაზე Disorder გადაღებული კლიპი გავრცელდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარულმა ინგლისურმა პოსტ პანკ ჯგუფმა Joy Division კომპოზიციაზე Disorder ვიდეორგოლი გადაიღო. მუსიკალური კლიპი საკულტო ალბომის Unknown Pleasures 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პროექტის Unknown Pleasures: Reimagined ფარგლებში შეიქმნა. ვიზუალური ნამუშევრის რეჟისორი შონ ივენსია.

► Joy Division-ის ყოფილი ფრონტმენის, იენ კერტისის საფლავი დააზიანეს

► ნახეთ: Joy Division-ის კომპოზიციაზე Interzone გადაღებული კლიპი გავრცელდა

ახლო მომავალში სტუდიური ჩანაწერის კიდევ 3 კომპოზიციაზე გადაღებული ვიდეორგოლები გავრცელდება.

პიტერ ჰუკმა და ბერნარდ სამნერმა Joy Division 1976 წელს შექმნეს. პოსტ პანკის პიონერებმა ოთხი წლის განმავლობაში ორი ალბომის ჩაწერა მოასწრეს. 1980 წელს, ჯგუფის ფრონტმენის, იენ კერტისის თვითმკვლელობის შემდეგ, მუსიკოსებმა ახალი ჯგუფი New Order ჩამოაყალიბეს. ჰუკმა კოლექტივთან ერთად 8 სტუდიური ნამუშევარი გამოუშვა, 2007 წელს კი მან სამნერთან კონფლიქტის გამო ბენდი დატოვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული