Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. MTKVARZE: 303 Hz Night

25 დეკემბერი (ოთხშაბათი)

25 დეკემბერს "მტკვარზე" ელექტრონული მუსიკის სკოლა 303 Hz-ის რიგით მეორე ღონისძიებას მასპინძლობს. მსმენელთა წინაშე SkyraBerika, Toke, Hamatsuki და Hatsvali წარდგებიან. მათთან ერთად კლუბის მთავარ სცენას დამწყები არტისტები Jarji KavelashviliNONAMEGG და Greim დაიკავებენ. პატარა ოთახში კი Ash Scholem, Kote Japaridze და სხვა მუსიკოსები დაუკრავენ. 

4. CAFE-GALLERY: VØID | Frequency Shifter

27 დეკემბერი (პარასკევი)

პარასკევს კაფე "გალერეა" ქართველ არტისტებს მასპინძლობს. კლუბში მისული მსმენელების წინაშე თორნიკე ძიძიშვილი პროექტით VØID და გიგა არაბული, სასცენო სახელით Frequency Shifter, წარდგებიან. 

3. BASSIANI / HOROOM: Function b2b Ndrx | Zitto | HVL | Ika

27 დეკემბერი (პარასკევი)

პარასკევს "ბასიანი" ნიუ იორკელ დიჯეისა და პროდიუსერს, Function-ს მასპინძლობს. მუსიკოსი მსმენელთა წინაშე b2b სეტით Ndrx-თან ერთად წარდგება. მათთან ერთად კლუბის მთავარ სცენას ქართული ტექნო სცენის გამორჩეული წარმომადგენელი, Zitto დაიკავებს. "ჰორუმის" ოთახში კი  HVL და Ika დაუკრავენ. 

2. JAZZ CLUB SINGER: რეზო კიკნაძის სიქსტეტი 

28 დეკემბერი (შაბათი)

28 დეკემბერს Jazz Club Singer კომპოზიტორისა და შემსრულებელის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის, რეზო კიკნაძის სიქსტეტს მასპინძლობს. კოლექტივის მოსმენა მსურველებს ჯაზ კლუბში ყოველ შაბათს შეუძლიათ. 

Reso Kiknadze Sextet at Jazz Club Singer რეზო კიკნაძე / Reso Kiknadze (საქსოფონი / sax) ლაშა საყვარელიძე / Lasha Sakvarelidze (საქსოფონი / sax) ნიკა გაბაძე / Nika Gabadze (გიტარა / guitar) ლუკა თოფურია / Luka Topuria (პიანო / piano) ხატია ქორიძე / Khatia Koridze (ბასი / bass) დანიელ ადიკაშვილი / Daniel Adikashvili (დოლები / drums) მაგიდის დასაჯავშნად, გთხოვთ, დარეკეთ / For reservations please call: 571 997 707 Singer Jazz Foundation ინფორმაცია: https://www.facebook.com/SingerJazzFoundation/posts/218080768739331 ანგარიშის ნომერი: GEL: GE33TB7333236080100009 USD: GE38TB7333236120100003 EUR: GE11TB7333236120100004 #ზინგერისჯაზისფონდი #SingerJazzFoundation 📍ჯაზ კლუბი ზინგერი პეტრე მელიქიშვილის ქუჩა N1 (თბილისის საკონცერტო დარბაზის ეზოში) #ჯაზკლუბიზინგერი 📍Jazz Club Singer 1 Petre Melikishvili str., Tbilisi, Georgia (Next to Tbilisi Concert Hall) #JazzClubSinger

Posted by Jazz Club Singer on შაბათი, 02 ნოემბერი, 2019

1. BACKSTAGE: მთვარის დაბნელება | ბუტაფორია

28 დეკემბერი (შაბათი)

შაბათს Backstage76 ქართული ჯგუფს "მთვარის დაბნელება" მასპინძლობს. 2013 წელს ჩამოყალიბებული ბენდის მუსიკალური მიმართულება პოსტ პანკსა და გოთიკას აერთიანებს. მათ გარდა მსმენელთა წინაშე ასევე პანკ როკ კოლექტივი "ბუტაფორია" წარდგება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული