Thumbnail

სტივენ ტაილერმა ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის პერიოდი გაიხსენა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულ როკ ჯგუფის, Aerosmith-ის ფრონტმენმა, სტივენ ტაილერმა ჟურნალ Haute Living-თან ინტერვიუში ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის პერიოდი გაიხსენა. 71 წლის არტისტის თქმით, თავისი კოლექტივის წევრებზე მრავალი წლის განმავლობაში იყო გაბრაზებული, რადგან მკურნალობას აიძულებდნენ.

"მაშინ სარეაბილიტაციო ცენტრები არ არსებობდა და ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს ფსიქიატრიულ კლინიკებში გზავნიდნენ. ადრეული 80-იანი წლები საშინელი იყო, ნარკოტიკებმა გაგვანადგურა. მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც მკურნალობა დაიწყო. მენეჯმენტი და კოლექტივის წევრები ფიქრობდნენ, რომ ყველა პრობლემის საფუძველი არაფხიზელი ფრონტმენი იყო. მართლაც დავამარცხე ნარკოდამოკიდებულება და იცით, რა? მრავალი წელი დამჭირდა ბრაზის გასანელებლად, რადგან ჩემი ჯგუფის წევრებმა სამკურნალოდ გამიშვეს, თვითონ კი სხვადასხვა ქვეყანაში დადიოდნენ დასასვენებლად. თუმცა, ამ გადმოსახედიდან მათი მადლობელი ვარ", - ამბობს სტივენი.

სტივენ ტაილერმა პოპულარობა Aerosmith-ში მოღვაწეობით მოიპოვა. კოლექტივი 1970 წელს ქალაქ ბოსტონში შეიქმნა. ჯგუფი ამერიკული ჰარდ როკის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ბენდად ითვლება. მუსიკოსებს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვთ გაყიდული.

4 გრემის მფლობელმა ჯგუფმა ბოლო სტუდიური ალბომი Music from Another Dimension! 2012 წელს გაავრცელა. 2018 წლის 5 მაისს კი არტისტებმა გამოსამშვიდებელი ტურნე Aero-Vederci Baby! დაასრულეს, რომლის ფარგლებშიც "აეროსმიტის" კონცერტი შეკვეთილში გაიმართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული